Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის თითქმის მილიონი დახარჯა
Civil.ge
22 September 2017, 23:05


საქართველოს მთავრობამ 2016 წელს აშშ-ში საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის 847 099 აშშ დოლარი დახარჯა, განუცხადა მთავრობის პრეს-სამსახურმა Civil.ge-ს 15 სექტემბერს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მთავრობამ გასულ წელს შემდეგ კომპანიებს გადაუხადა თანხები:

Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP – 1 375 884.58 ლარი (553 017 აშშ დოლარი); The Harbour Group LLC – 631 021.04 ლარი (253 630 აშშ დოლარი); RES – Public Affairs Corporate Affairs GmbH – 96 408.36 ლარი (38 750 აშშ დოლარი).

2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მთავრობამ The Harbour Group LLC-ს 197 299.46 ლარი (79 301 აშშ დოლარი) გადაუხადა.

სულ ბოლოს მთავრობამ ვირჯინიაში მდებარე კომპანიასთან StrateVarious LLC მოაწერა ხელი; კონტრაქტი 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაშია და 2018 წლის 1 ივლისს დასრულდება.

დოკუმენტებით, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) შესაბამისად წარუდგინა, საქართველოს მთავრობა კომპანიას ყოველთვიურად კონტრაქტით გათვალისწინებულ 12 000 აშშ დოლარს უხდის.

კონტრაქტის თანახმად, StrateVarious უზრუნველყოფს „აშშ-ის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მუდმივ შესწავლას, რათა გააფრთხილოს კლიენტი აშშ-ის ინტერესებსა და პოლიტიკაში საქართველოს ინტერესების გათვალისწინების კუთხით არსებული შესაძლებლობების და დაბრკოლებების თაობაზე“, ასევე დაეხმაროს საქართველოს მთავრობას „სტრატეგიული ნარატივის შემუშავებაში“.

StrateVarious მოამზადებს გზავნილებს საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, და ამასთანავე დახმარებას აღმოუჩენს „პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და აშშ-ის ელჩის საჯარო გამოსვლების მიმზადებაში“.

ლობისტური კომპანია „განსაზღვრავს თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად რეზონანსული იქნება ტრამპის ადმინისტრაციისათვის“ და „შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული თემების ეფექტურად მიწოდება სხვადასხვა მომხმარებლებისთვის, როგორიცაა პოლიტიკური ელიტა, კონგრესი, მედია, ანალიტიკური ინსტიტუტები, ბიზნეს ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის მთავრობები”.

მაისში საქართველოს მთავრობამ ბოსტონში განთავსებული ლობისტური კომპანია Rasky Partners დაიქირავა.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი